საფრანგეთის ალპებში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სავარაუდოდ მოკლულის ძმაა.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ბრიტანეთის მოქალაქის, ერაყელი წარმოშობის სად ჰილის, მისი ცოლისა და სიდედრის მკვლელობა ქონების გაყოფას უკავშირდებოდეს.
საქმის პროკურორის ერიკ მაიოს განცხადებით, გამოძიება სამკვიდროს გაყოფის დავის ვერსიასაც ამუშავებს.
"შესაძლოა ძმებს შორის მოხდა დავა ფულის გამო ასეთი ინფორმაცია ჩვენ მივიღეთ ბრიტანეთის პოილიციიდან რაც სარწმუნიოდ ჩანს"- განაცხადა პროკურორმა.
როგორც ირკვევა მამის გარდაცვალების შემდეგ სრული მემკვიდრეობა დედამ მიიღო, რომელმაც ერთ-ერთი სახლი მოკლულს უანდერძა.
ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დაძ-მებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ესპანეთში მდებარე სახლიც.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზაილ ჰილი პოლიციის ოფისში თავად მივიდა მას შემდეგ, რაც მედიიდან მისთვის ძმის ოჯახის დაღუპვის ამბავი გახდა ცნობილი. იგი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას საკუთარ ძმასთან დავის შესახებ.
პოლიცია აპირებს უახლოეს პერიოდში დაკითხოს როგორც ზაილ ჰილი, ასევე შემთხვევით გადარჩენილი დაღუპულთა შვილები, რომელთაგან უფროსს, 7 წლის ბავშვს, ერთი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ხოლო მეორე, 4 წლის ბავშვი უვნებელია, მაგრამ ჯერაც შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ალპებში, ტბა ანსის მიდებარებედ მოკლული ოთხი ადამიანიდან სამი ერთი ოჯახის წევრია. ხოლო იქვე ნაპოვნი ველისიპედისტი -45 წლის სილვენ მოლიე, სავარაუდოდ, შემთხვევითაა მოკლული.
უნდა ღინიშნოს, რომ ავტომაქანას გარედან 15 ტყვია აქვს მოხვედრილი. დაღუპულებს კი სასიკვდილო ჭრილობა თავში ნასროლი ტყვიით აქვთ მიყენებული.
პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს 6-7 წლის ბავშვი იპოვა, რომელსაც სამი ტყვია აქვს მოხვედრილი და რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
თუმცა ამ საქმის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი დეტალი მეორე ბავში აღმოჩნდა, რომლიც პოლიციამ მხოლოდ 8 საათის შემდეგ იპოვა მანქანაში. როგორც ირკვეევა ოთხი წლის ბავშვი დედის ფეხებს ქვეშ დაიმალა და შემდეგ მოკლული დედის ცხედარი გადაეფარა.
ბავშვის ძებნა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, როცა დადგინდა, რომ ოჯახში ორი ბავშვი იყო. თუმცა მათ ბავშვი ვერ იპოვეს და მხოლოდ პოილიციის ადგილზე მისვლიდან 8 საათის შემდეგ, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ კრიმინალისტები, ბავშვი მაქანიდან გადმოიყვანეს.
"იგი მთელი რვა საათის განმავლობაში ცხედრების ქვეშ იმალებოდა და არ განძრეულა. იგი საუბრობს ინგლისურად. მან გაიგო ხმაური, ყვირილი, მაგრამ სხვა ვერაფერი გვითრხა - იგი მხოლოდ ოთხი წლისაა", - განაცხადა პროკურორმა ერიკ მაიომ.
როგორც ირკვევა, ოჯახი- ბავშვები, დედა, მამა და მათი ბებია ტბის პირას კარვით ისვენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 5 სექტეემბერს, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის საკურორტო ადგილ შევალინთან მოხდა. შევალინი ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.