„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი დღეს ბათუმში ქდმ-ს აჭარის ორგანიზაციის აქტივს შეხვდა და მათ პარტიის ჯანდაცვის პროგრამა გააცნო.
ანიკაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე და იმ ხედვებსა და ინიციატივებზე რასაც მისი გაუმჯობესების კუთხით „ქრისტიან-დემოკრატები" გეგმავენ.
შეხვედრაზე მაგდა ანიკაშვილმა ყურადღება სადაზღევოვო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა. მისი განცხადებით დაზღვევის სფეროში ძალიან ბევრი სიახლეა დასანერგი. კერძოდ კი მედიკამენტების დაფინანსების გაზრდის და იმ კატეგორიის ადამიანების სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევის თვალსაზრისით, რომლებიც ამჟამად არც საპენსიო ასაკს მიღწეულნი და არც დასაქმებულნი არიან.
„ქრისტიან-დემოკრატებს" ჯანდაცვის სფეროში გვაქვს ორი მთავარი ამოცანა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული სტატუსი და სარგებობენ სახელმწიფო დაზღვევით უნდა გაუუმჯობესდეთ პოლისები. კონკრეტულად კი მედიკამენტების დაფინანსების საკითხი, რადგანაც არსებული ლიმიტი უბრალოდ შეუსაბამოა იმ თანხებთან შედარებით, რაც ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში ეხარჯებათ და მეორე, პრინციპული საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ საპენსიო ასაკი და რომლებიც არიან უმუშევარნი, სწორედ მათთვის არსებობდეს სახელმწიფო დახმარება სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.