ჰილარი კლინტონი იმედოვნებს, რომ ჯექსონი-ვენიკის შესწორება სექტემბერში გაუქმდება, - ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
კლინტონი მიიჩნევს, რომ შესწორების გაუქმება ხელს შეუწყობს რუსეთთან ვაჭრობის გაუმჯობესებას.
ივნისში კანონპროექტი სენატისა და კონგრესის პროფილურმა კომიტეტებმა მოიწონეს თუმცა შემდგომ, რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო საკითხი გაიყინა.