ქრისტიან-დემოკრატებმა ტყიბულის მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელეს. Pპარტიის სახელით საპარლამენტო არჩევნებში რამაზ სანიკიძე იბრძოლებს.
კანდიდატი დღეს გიორგი თარგამაძემ ტყიბულელებს წარუდგინა და მათ პარტიის წიანსარჩევნო პრორგამა "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის "წარუდგინა
მოძრაობის ლიდერებმა ტყიბულელებს "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პრიორიტეტები გააცნეს და მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. "სახელმწიფო იზრუნებს ყველა თაობის ადამიანზე, ბავშვებს ექნებათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განთლების მიღების საშუალება, მათ მშობლებს ექნებათ დასაქმება, ხოლო პენსიოენრებს - დაფასება", - აცხადებენ "ქრისტიან-დემორკატები".
გიორგი თრაგამაძის განცხადებით ქრისტიან-დემორკატების გამარჯვების შემთხვევაში ასევე ტყობულისა და ჭუათურის მაღაროებში მომუშავე პირების საპენსიო ასაკი 50 წლამდე დაიწევს.
შეხვედრისას საუბარი ასევე ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას, დასაქმებასა და პენსიოენრებსი დაფასებას შეეხო
Gგიორგი ახვლედიანის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ტყიბულელები ნდობას გამოუცხადებენ რამაზ სანიკიძეს, ის მათი ინტერესების გამტარებელი და ხმალამოღებული დამცველი იქნება საქართველოს პარლამენტში
"ჩვენ გვაქვს ყველაზე ნათელი პოლიტიკური და ეკონომიკური სოციალური შეთავაზებები და გზავნილები ჩვენი მოსახლეობისთვის გვაქვს ძალიან აქტიური და დინამიური საარჩევნო კამპანია, რომელიც ნელნელა ვითარდება და რამდენიმე დღეში თავის კულმინაციას მიაღწევს.ჩვენ ვგრძნობთ რომ ჩვენი ენერგიის მატებასთან ერთად მხარდამჭერთა რაოდენობაც იზრდება ,რაც ეტყობა ყოველ ახალ შეხვედრას საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში, რაც მარწმუნებს იმაში რომ 1 ოქტომბერს ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობა არა მხოლოდ ტყიბულში არამედ მთელს სქართველოში სერიოზულ შედეგებს აჩენებს" განაცხადა გიროგი თარგამაძემ