"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე ისნის რაიონში მელანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ადგილზე გამოიკვეთა რამოდენიმე პრობლემა. მათ შორის მთავარი, რაც მელანის ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებთ შიდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა.
ასევე კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები მოსახლეობის ცხოვრების პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს.
„ისნის რაიონის ერთ - ერთ უმთავრეს პრობლემას შიდა გზების გაუმართაობა წარმოადგენს. მე მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმართველობას შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებისკენ და ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ისნის რაიონში არც ერთი ქუჩა არ დარჩება მოუწესრიგებელი, ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება და თითოეული ოჯახის სოციალური პირობები გაუმჯობესდება." - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ