მე მიყვარს ბათუმი, მაგრამ ყველაზე მეტად მე მიყვარს ბათუმელები - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და განმარტამ, რომ მას უნდა რომ ბათუმი იყოს არა ფასადი, არამედ თითეული ბათუმელის ბინა იყოს სავსე სიმდიდრით.
პრეზიდენტის განმარტებით, ის უმაღლესი სასწაავლებელი, რომელიც ბათუმში შენდება უპირტატესად ბათუმელების უნივერსიტეტი უნდა იყოს და ყველა სკოლა აღიჭურვება ისე რომ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერისტეტში პრაქტიკას ბათუმის სკოლის კურსდამნტავრებულები უფრო იოლად გადიოდნენ.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, აფხაზები ხედავენ თუ რა კეთდება ბათუმში და ისინი აუცილებლად მოვლენ ჩვენთან.
"ეს ქალაქი გახდება ფინანსური ცენტრი და ჩვენ ვიღებ კანონს და აჭარაში ფინანსური ცენტრები შეიქმნება"- განმარტა პრეზიდენტმა. სააკაშვილმა მიდინარე საპრეზიდენტო პროგრამა "ბათუმი ბარაკების" გარეშე გაიხსენა და ხალხს კიდევ ერთხელ დაჰპირდა რომ ბათუმში სულ მალე ბარაკების გრეშე იქნება. საკაშვილმა პირობა დადო, რომ 1-ელ ნოემბერს აჭარაში ახალი საზამთრო კურორტი გაიხსნება, რომელსაც სულ მალე მთელი მსოფლიო გაიცნობს.
საკაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმს სწორედ უწოდებენ საქართველოს სასწაულს, რადგანაც ბათუმი მართლაც სასწაულია.