"ჩვენ ვართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გუნდი პატრიოტებისა, რომელმაც თბილისიდან დაიწყო გარდაქმნა სახელად ვარდების რევოლუცია. ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გადმოლახა აფეთქებული ხიდი და მშვიდობიანად შემოსულიყო აჭარაში", - მიმართა ერას მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძის განმარტებით, ქვეყანაში დამარცხდა უშუქობა, კორუფცია და ნაციონალური მოძრაობა არის ის გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ცხოვრება უფრო კომფორტული გახდეს.
"ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც იცის რამდენი გაჭირვებული ადამიანი დაიარება ჩვენს ქუჩებში და რამდენი გაჭირვებული ოჯახია ჩვენს გვერდით. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც მტრის ჯინაზე გაუძლო ყველანაირ გასაჭირს, გაუძლო რუსეთის ეკონომიკურ ემბარგოს", - განაცხადა ბარამიძემ.