შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული იყო დაჭრილი, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას.