აჭარის მოსახლეობას სურს განვითარება და წარმატება. ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის რომ არ გვინდა წასრულში და სსრკ-ში დაბრუნება"- განაცხადა ვარშალომიძემ.
მისი თქმით, ბათუმი შეკრებების ქალაქი გახდა.
"ჩვენ ჩავიფიქრეთ რომ ბათუმი ევროპის საოცრება უნდა გამხდარიყო და მართლაც აღსრულდა ეს სასწაული. აჭარა არაა მხოლოდ ტურისტული რეგიონი. ჩვენ გვაქვს ბევრი საზრუნავი სხვადასხვა მიმართულებით. თითოეულ მშენებლობაზე ათასობით მოქალაქე დასაქმდა. თუმცა ჯერაც მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. უჭირს სოფელს. გვაქვს ბევრი სირთულე და ჩვენი ხალხი დამსახურებულად ითხოვს მეტ პენსიებს"- აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, მთავრობას აქვს გეგმა, რომ რეგიონში სამრწეწველო ზონები და დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას.