პირველი ოქტომბერი, ეს არის ბოლო გაფართხალება, ჩვენი მტრის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა გამოგვიგორონ, ქართველი ხალხი არ მოტყუვდება.
"პირველი ოქტომბერი ჩვენი მტრის ბოლო გაფართხალებაა - ვინც არ უნდა გამოგვიგოროთ, ყველა ფალავანი დამარცხდება, რამდენი ფულიც არ უნდა მოაყაროთ, ეს მიწა ყველა ფულზე ძვირი ღირს. ჩვენ ყველაზე მეტად გვიღირს ჩვენი თავისუფლება. ჩვენ უკან ვერავინ ვერ დაგვაბრუნებს", - განაცხადა მიხეილ საააშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა ძალებმა ბევრ სხვადასხვა ადგილას აფათურა ხელი, თუმცა სამეგრელოში ბინძური ხელი ვერ აფათურა და ვერავინ ვერ მოატყუა.
"ყველაფერმა გადაიარა ჩვენს თავზე და ერთხელ არ გაბრაზებულხართ. პირველი ოქტომბერი - ეს არის ბოლო გაფართხალება, ჩვენი მტრის. ბოლო გაბრძოლება, ბოლო იმედი, ბოლო რუბიკონი და საქართველო სამეგრელოსთან ერთად, იმიტომ, რომ აქედან დავიწყეთ ჩვენ სვლა, ამ რუბიკონს წარმატებით გადალახავს", - განაცხადა სააკავშვილმა.