"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კრწანისის ამომრჩეველს გორგასლის 91 ნომერში საკუთარ საარჩევნო შტაბში შეხვდა.
ზაზა გაბუნია: "კრწანისელებს სჭირდება ყურადღებიანი და ენერგიული დეპუტატი და მე მათ ვპირდები რომ ასეთი ვიქნები. ვპირდები, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში ისინი აღარ იცხოვრებენ ერთიანი ქვითრის და მაღალი კომუნალური ტარიფების პირობებში, აღარ იცხოვრებენ ავარიული სახლების პირობებში, ექნებათ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და მათი ახალგაზრდებისთვის "კვოტირების" სისტემის გამოყენებით გაჩნდება მეტი დასაქმების ადგილი