2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბელორუისის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის 51-ე წუთზე გოლი მეტოქის კარში ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ოქრიაშვილმა გაიტანა.
მატჩის დარჩენილ დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, საქართველოსს ნაკრებმა პირველი მატჩის შემდეგ საკუთარ აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.
მეორე მატჩს ქართველი ფეხბურთელები 11 სექტემბერს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონტან ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გია გრიგოლავა, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე.