8 სექტემბერს, 15:00 საათზე, ლიტერატურულ კაფეში (თბილისი, ბამბის რიგი) გაიმართება აქცია-დიალოგი სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
თემა: სიტყვის თავისუფლება ზურაბ ჟვანიას სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ.
დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოკვეთილი ახალი დეტალები ზურაბ ჟვანიას საქმეში - იყო თუ არა ჩარეული რუსეთის "გრუ" ჟვანიას გარდაცვალება/მკვლელობაში?
აქცია-დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები. ორგანიზატორები არიან პენკლუბი, გლობალური თანასწორობის ინიციატივა.