სომხეთის ავიაგადამზიდავი "არმავია" 24 სექტემბრიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ კომპანიის პრესამსახური იტყობინება.
რეისი ერევანი-თბილისი-ეერევანი კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს, "იაკ 42" ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ "არმავიამ" ბოლო რეისი 13 იანვარს განახორციელა, ხოლო პირველი რეისი 2009 წლის 14 მარტს.