"ქდმ"-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვფხვაძის განცხადებით, "ქდმ"-ს აქვს შესაძლებლობა საპარლამენტო არჩვნებში იმ ადამიანების დარწმუნებისა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
"პოლარიზაციის მიუხედავად, კვლევის თანახმად, ამორჩევლის მესამედი პოლუსების გარეშე დარჩა _ მათ არც სააკაშვილი მოსწონთ და არც ივანიშვილი. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს ამ ადამიანების დარწმუნებისა და მხარდაჭერის. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ლიდერებს ძალიან მაღალი ნდობა აქვთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვეფხვაძემ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების კომენტირებისას.
NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - შედეგები ასე გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 37% ; "კოალიცია "ქართული ოცნება" - 12%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%. არ ვიცი- 22%, არც ერთს-3%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა.
შეგახსენებთ, რომ კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არცევნებში ,,ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 22% უცხადებს მხარდაჭერას.
კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და ჩღღჩ კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) მიერ.