8 სექტემბერს, 10:00-iდან 15:00 საათამდე, თიბისი ბანკის ტრეინინგცენტრში (ჯიქიას ქ. 5) გაიმართება სკოლის მასწავლებელთა ტრეინინგი სოციალურ და ფინანსურ განათლებაში. bankis informaciiT, ტრეინინგს ატარებს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე.
ტრეინინგი ტარდება პროექტის "ბავშვთა და მოზარდთა სოციალური და ფინანსური განათლება" ფარგლებში. პროექტის მიზანია სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება მოზარდ თაობებში და მათი ჩამოყალიბება ძლიერ ეკონომიკურ სუბიექტებად.
პროექტის ფარგლებში ითარგმნა ორი სახელმძღვანელო 6-iდან 18-წლამდე მოზარდებისთვის, რომლის დახმარებითაც მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, დაწყებითი ასაკიდანვე განუვითარონ მოსწავლეებს ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის უნარ-ჩვევები.
ბავშვთა და მოზარდთა სოციალური და ფინანსური განათლება 1-li ოქტომბრიდან შევა სასწავლო პროგრამაში: თბილისის სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ ექსკლუზიური სახელმძღვანელოებით, რომელიც თიბისი ბანკმა დააფინანსა და რომლებიც სკოლებს უფასოდ დაურიგდებათ. პროექტი ხორციელდება თიბისი ბანკის მხარდაჭერით.