"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიკოსებს შეხვდა.
მაგდა ანიკაშვილმა მედიკოსებს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ჯანდაცვის პროგრამა გააცნო და ყურადღება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და დაზღვევის პოლისის ნაკლოვანებებზე გაამახვილა.
ანკაშვილის განცხადებით, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" მიზანია დაზღვევის სფეროში სიახლეების შეტანა, რაც გულისხმობს მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტის გაზრდას.
მისივე თქმით, „ქრისტიან - დემოკრატების" ჯანდაცვის პროგრამის მიხევით სამედიცინო დახმარებას მიიღებს ყველა ის პირი, რომელიც დაზღვეული არ იქნება.
„ქრისტიან - დემოკრატები" განვაგრძობთ ჩვენი პოლიტიკური პროგრამის გაცნობას პროფესიული ჯგუფებისთვის სხვადასხვა სფეროში. დღეს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" მიერ შემუშავებული ჯანდაცვის პროგრამა სამედიცინო საზოგადოების ნაწილსა და ყველა დაინტერესებულ პირს გავაცანით." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა