ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბანკმა "რესპუბლიკამ" სტუდენტებისთვის შექმნა სესხი ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებელი სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად. ბანკის ინფორმაციით, ამ პროდუქტის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სესხის აღების გამარტივებული პროცედურებით უმოკლეს დროში და გირაოს გარეშე.
სტუდენტთა მოტივაციის ასამაღლებლად და მათი წახალისების მიზნით ბაკალავრიატის ერთი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბანკი "რესპუბლიკა" 1%-ით შეამცირებს სესხის საპროცენტო განაკვეთს
"მომდევნო წლის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად. აგრეთვე, სესხით სარგებლობის შემთხვევაში მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადაეცემათ საბანკო ბარათი VISA GOLD პირველი წლის მომსახურების საკომისიოს გარეშე. სტუდენტები ასევე ისარგებლლებენ 15 თვემდე განვადების სპეციალური 0%-იანი პირობებით კომპიუტერული
ტექნიკის და მობილური ტელეფონების შეძენაზე", - განმარტავენ ბანკში.
სესხის პირობები ბაკალავრის ხარისხის მისაღებად: ვალუტა - ლარი, აშშ დოლარი; სესხის მოცულობა: ერთი წლის სწავლის საფასური, მაქსიმუმ 10 000 ლარი ან ეკვივალენტი აშშ დოლარით; სესხის მაქსიმალური ვადა: 12 თვე;
მინიმალური შემოსავალი: ერთი თანამსესხებლის შემთხვევაში - 200 ლარი, ორი მსესხებლის შემთხვევაში - 400 ლარი.
სესხის პირობები მაგისტრის ხარისხის მისაღებად: ვალუტა - ლარი, აშშ დოალრი; სესხის მაქსიმალური მოცულობა - ერთი წლის სწავლის საფასური, მაქსიმუმ 15 000 ლარი ან ეკვივალენტი აშშ დოლარით; სესხის მაქსიმალური ვადა - ლარის შემთხვევაში - 24 თვე / აშშ დოლარის შემთხვევაში - 48 თვე; მინიმალური შემოსავალი - ერთი თანამსესხებლის შემთხვევაში - 400 ლარი, ორი მსესხებლის შემთხვევაში - 800 ლარი.