„ქართული ოცნების„ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სოფელ ცაიშში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ კოალიციის წინასააჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო. განსაკუთრებული ყურაღება მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდის განვითარებაში ასი მილიონის ჩადებასა და იაფ კრედიტებზე გაამახვილა, რომელსაც კოალიცია გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდს გამოუყოფს.
„ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, რომელმაც შექმნა დასაქმების სამინისტრო და რამდენიმე მეგობარი დაასაქმა, ჩვენ რეალურად დავასაქმებთ ზუგდიდელებს. მილიარდი ჩაიდება სოფლის მეურნეობაში და გლეხი წელში გაიმართება. ზუგდიდში აშენდება სამედიცინო ცენტრი, რომელიც უფასოდ მოემსახურება ზუგდიდელებს და აფხაზებს. ზუგდიდი გახდება მიმზიდველი ცენტრი საქართველოს ყველა რეგიონისათვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატმა დღესვე შეხვედრა სოფელ ურთაში გამართა და მათ „ ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამები გააცნო.