„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
ზურა ხაჩიძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მოსახლეობას უმუშევრობის, მაღალი კომუნალური გადასახადების და უგზოობის პრობლემა აწუხებთ.
„დღევანდელი შევედრისას ვილაპარაკეთ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ რაიონის მცხოვრებლებს აწეხებთ., ეს არის გზების გაუმართაობა, უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები.მე ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში ყველა აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება და ყველა ოჯახის სოციალური პირობები გაუმჯობესდება."- განაცხადა ზურა ხაჩიძემ.