„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები სამტრედიაში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე გიორგი თარგამაძემ, ინგა გრიგოლიამ და გიორგი ახლედიანმა ადგილობრივებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პროგრამა და პრიორიტები გააცნეს.
მოსახლეობას სიტყვით გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და ინგა გრიგოლიამ მიმართეს. შეხვედრაზე გამოიკვეთაა რამოდენიმე მწვავე პრობლემა, როგორიც არის უგზოობა.
ინგა გრიგოლია დაპირდა სამტრედიელებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, იგი შეძლებს სამტრედიაში უმუშევრობი, გაჭირვებისა და სიღარიბის პრობლებების დაძლევას, მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მხარდაჭერა სთხოვა.
გიორგი ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 6 კაცი, რომელიც პარლამენტში არამხოლოდ სამტრედიის ინტერესებს იცავდა, საკმაოდ ბევრს მიაღწია და რომ 2012წელი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების და უპირობო წარმატების წელი იქნება.
„21-ე საუკუნეში სოფლებში ავტობუსი კვირაში ერთხელ დადის და ჩვენი ხელისულფების სირცხვილია , რომ სამტრედიაში არც ერთი საწარმო არ მუშაობს, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მათ შვილებს ექნებათ განათლება, მშობლები იქნებიან დასაქმებულები და ჩვენი პენსიონერები იქნებიან დაფასებულები"- განაცხადა გიორგი ახლედიანმა.