ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ,,ქდმ" სამართალდამრღვევად სცნო და 5000 ლარით დააჯარიმა _ აღნიშნულის შესხებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა გაავრცელა.
გავრცელებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2012 წლის 31 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით ქ.გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის და ამ ფაქტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა.
მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" დაარღვია ორგანული კანონის 271მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შემოწირულების შესახებ ინფორმაცია, რაც კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში აცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც ფინანსური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, _ ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
2012 წლის 7 სექტემბერს, სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე და პარტია კანონდარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა, _ აღნიშნულია განცხადებაში.