NDI-ის კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ყველაზე დადებითად ჯარისა და პოლიციის საქმიანობას ფასდება.
NDI-ის კითხვაზე როგორ შეაფასებთ, ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას შედეგები ასე გადანაწილდა: საქართველოს ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 15% ძალიან კარგად, 42% კარგად, 21% საშუალოდ აფასებს, ხოლო 12% კითხვაზე პასუხი არ აქვს, 6% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს, ხოლო გამოკითხულთა 2% ჯარის საქმიანობას ცუდად, 1% კი ძალიან ცუდად აფასებს.
ამავე შეკითხვაზე საქართველოს პოლიცია მეორე ადგილს იკავებს. გამოკითხულთა 14% საქართველოს პოლიციის მუშაობას ძალიან კარგად, 44% კარგად, 23% საშუალოდ, 3% ცუდად აფასებს, ხოლო შეკითხვაზე უარი განაცხადა 6%, 9% კი შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
ზოგადად კი შს სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 9% ძალიან კარგად აფასებს, 35% კარგად, 26% საშუალოდ, 5% ცუდად, 2% კი შსს მუშაობას ძალიან ცუდად აფასებს. გამოკითხულთა 7% კითხვაზე პასუხი არ აქვს, 17% -მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
შეგახსენებთ, რომ კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.