კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ოლიმპიადის შვიდ მედალოსანს გერმანული ბრენდის, 39 ინჩიან, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლედ ტელევიზორები გადასცა. როგორც "ელიტ ელექტრონიქსის" წარმომადგენელმა ნოკა ბაინდურაშვილმა განაცხადა, კომპანია მოხარულია, რომ ქართველ ოლიმპიელებს საჩუქარს უკეთებს, რაც სამომავლოდ მათ კიდევ მეტი წარმატებებისკენ წაახალისებს.
როგორც ცნობილია, საქართველომ ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა. ქართველთაგან ლონდონში ოლიმპიური ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით მოძმანაშვილმა, ხოლო ბრინჯაო - გიორგი გოგშელიძემ, მანუჩარ ცხადაიამ და დავით მარსაგიშვილმა.