"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ გორგასლის 91 ნომერში საკუთარი საარჩევნო შტაბი გახსნა.
ზაზა გაბუნია: "მე უარი ვთქვი პარტიული სიით ანუ იოლი გზით პარლამენტში შესვლაზე, რადგან ჩემი სურვილია კრწანისელების მხარდაჭერით გავიმარჯვო, ამიტომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კრწანისელებთან ახლო და პირდაპირი კავშირი. ამ მიზნით მე გამოვაცხადე ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი დღეს კი ვაცხადებ ჩემი შტაბის მისამართს. გორგასლის 91 ნომერში ჩემი შტაბის წევრებს კრწანისელებთან ექნებათ მუდმივი და უწყვეტი ურთიერთობა, რომ ერთად მოვაგვაროთ არსებული პრობლემები და ამაზე ზრუნვა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობიდან დავიწყოთ".