თბილისის მერია ახალი ინიციტივით გამოდის და თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს.
ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.
აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც რეგულარულად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
მგზავრობის ელექტრონული ბარათით თბილისში ამ ეტაპზე მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
თბილისის მერიის ახალი ინიციატივა 5 დღის განმავლობაში ვებ-გვერდზე: www.chemitbilisi.com განთავსდება და თუ ის ხმათა საჭირო რაოდენობას(15 000) მოაგროვებს, თბილისის მერია მას უახლოეს მომავალში განახორციელებს.