NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 37%, კოალიცია "ქართული ოცნება" 12%, ხოლო "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 3%. კითხვაზე არ ვიცი რესპონდენტთა 22% გასცა, ხოლო პასუხი არც ერთ პარტიას 3% -მა, ხოლო პასუხზე უარი თქვა 21%-მა.
კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.