,,ვიბრძოლებთ, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღი ხელმისაწვდომი გახდეს", _ განაცხადა აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა სენატორმა ჯონ ლიბერმანმა.
,,ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ასევე ვიბრძოლებთ, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს თავდაცვითი იარაღი, რათა საქართველოს მთავრობას ხალხის დაცვა შეეძლოს", _ განაცხადა სენატორმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სამართლიანი არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანია.
,,ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას", _ განაცხადა სენატორმა.