საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით თბილისში ევროკავშირის ექსპერტები ჩამოვლენ. მათი ვიზიტი 17 სექტემბრისთვის იგეგმება. ისინი საბუთების უსაფრთხოებასა და საზღვრის მენეჯმენტის საკითხებს შეისწავლიან.
ამ წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს სამოქმედო გეგმასაც გადასცემს, რომლის განხორციელების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას.
საქართველომ ევროკავშირთან რეადმისიისა და გამარტივებულ სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი 2011 წელს მოაწერა.