ნიუ იორკში 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა გაიხსნება.
მსოფლიო ლიდერები მსოფლიოში არსებულ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე, ასევე ეკონომიკურ განვითარებასა და სამოქმედო პრიორიტეტებზე ისაუბრებენ.
ასამბლეის პირველივე დღეს მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოს პრეზიდენტი წარდგება. მიხეილ სააკაშვილი კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრებს.