კომპანია ელიტ ელექტრონიქსი ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ოლიმპიადის შვიდ მედალისტს გერმანული ბრენდის, 39 ინჩიან, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლედ ტელევიზორებს გადასცემს.
საქართველომ ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა. ქართველთაგან ლონდონში ოლიმპიური ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით მოძმანაშვილმა, ხოლო ბრინჯაო - გიორგი გოგშელიძემ, მანუჩარ ცხადაიამ და დავით მარსაგიშვილმა.
მედალოსანთა დაჯილდოება კომპანია ელიტ ელექტრონიქსში 7 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
ყაზბეგის გამზ. 24-ში გაიმართება