"უახლოეს მომავალში არგენტინასთან განათლების სფეროში თანამშრომლობას დავიწყებთ", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
,,საქართველო და არგენტინა ახლა იწყებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან ბევრი შეიძლება ავიღოთ. მაგალითისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ, ჩვენი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობაში. Aარგენტინის სოფლის მეურნეობა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში თანამშრომლობას დავიწყებთ. ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს და ამ გეგმების განხორციელება სამართლებრივი ბაზის შექმნით დაიწყება", - განაცხადა ვაშაძემ.