აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
როგორც გორდონმა ბრიფინგზე განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მსოფლიოს ყველა ქვეყანა იზიარებს აშშ-ს პოზიციას, რომ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს,
გორდონი აცხადებს, რომ ამ საკითხში აშშ-ს პოზიცია მკვეთრად არის დაშორებული რუსეთის პოზიციისგან.
"საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მათ არც ამის განზრახვა აქვთ. მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარა ისინი, რამაც ვერ მოიპოვა სათანადო გამოხმაურება. ამ საკითხში ჩვენი პოზიცია მკვეთრად არის დაშორებული რუსეთის პოზიციისგან და ახლოსაა მსოფლიოს საზოგადოების შეხედულებასთან. ჩვენ აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთამ საკითხზე სხვა ქვეყნებთან და ამას არც ვმალავთ. აშშ არ ფიქრობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს არ უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას. ვფიქრობთ, არც არის საჭირო აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის წარმოება, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანა იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, სხვა გზა არც არსებობს", _ განაცხადა ფილიპ გორდონმა.