პოლონეთიდან ქართველების მომდევნო დეპორტაცია 10 თებერვალს განხორციელდება.
დეპორტაციის შედეგად პოლონეთს 20-მდე ქართველი დატოვებს. დეპორტირებულები საქართველოში ჩარტერული რეისით დაბრუნდებიან.
პოლონეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე საქართველოს 4 ათასამდე მოქალაქე იმყოფება და თითოეულ მათგანს თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი გაკეთებული აქვს.
"პოლონური მხარე ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ განაცხადს, მათ, ვისაც ეუბნებიან უარს, უკეთებენ დეპორტაციას", _ განაცხადა პოლონეთში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ.