დღეს, 2 თებერვალს, 11:00 საათზე საზოგადოებრივი დამცველის ოფისში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციები მემორანდუმს გააფორმებენ.
‘'არასამთავრობო ორგანიზაციები ვაცხადებთ მაქსიმალურ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ არჩევნების თავისუფალ, კონკურენტულ, სამართლებრივ და სტაბილურ გარემოში ჩატარებას'', - ნათქვამია მემორანდუმის ტექსტში.
არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების დღის შემდეგაც, რათა იმოქმედონ კოორდინირებულად და უზრუნველყონ მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა, შეჯერება და გავრცელება.
ასევე იგეგმება თანამშრომლობა უცხოურ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც მიაწოდებენ არსებულ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო სისტემაში ხარვეზების, რისკებისა და განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
არასამთავრობოები გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ გზას დარღვევების დაფიქსირების, მათზე რეაგირებისა და ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოების სრულყოფილად და ობიექტურად ინფორმირებისაღვის.
დამყარდება კონსტრუქციული ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო სუბიექტებთან და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან.
მემორანდუმს ხელს მოაწერს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია: `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია~ _ თამარ ხიდაშელი; `სამართალი და თავისუფლება~ _ ირაკლი სესიაშვილი; `სამართლის უზენაესობის სამართლებრივი ტრიბუნალი~ _ ნინო გვენეტაძე; `კანონი ხალხისთვის~ _ ზაქარია ქუცნაშვილი; `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება~ _ ეკა სირაძე; `მრავალეროვანი საქართველო~ _ არნოლდ სტეფანიანი; `ადამიანის უფლებათა ცენტრი~ _ უჩა ნანუაშვილი; `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~ _ მანანა კობახიძე; `სამოქალაქო ფორუმი~ _ ჯონი კვინიკაძე; `საზოგადოებრივი დამცველი~ _ ირინა ფუტკარაძე; `სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი~ _ არინა თავაქარაშვილი; `საქართველოს პატიმართა თანამეგობრობა~ _ ლალი აფციაური; `თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია~ _კახაბერ სოფრომაძე; `ქალები საუნივერსიტეტო განათლებით~ _ თამარ კიკნაძე; `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო~ _ თამარ ქაროსანიძე; `მედია მონიტორინგის ცენტრი~ - თეონა აქუბარდია; `საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია~ _ ია მამალაძე; `მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი~ _ მანანა მებუკე; `ჯანმრთელი სამყარო~ _ ზურაბ ფუტკარაძე; `სამართლიანი სახელმწიფო~ _ ნიკოლოზ გვენეტაძე; `დემოკრატიული ინსტიტუტი~ _ გიორგი თოფურია; `საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირები~ _ ნათია კორკოტაძე; საზოგადოებრივი კავშირი `თემი~ _ ზაალ მამალაძე, დავით ჩხიკვაძე; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი-ალექსი შოშიკელაშვილი; გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი- თენგიზ ფხალაძე;