2 თებერვალს, 14:00 საათზე ვაგზლის მოედანზე, აფთიაქ "კრისტალის" შენობიდან, 9 აპრილის საზოგადოებისა და კეთილი ნების საერთაშორისო კავშირ "სოლიდარობის" ინიციატივით მსვლელობა მოეწყობა.
აქციის ინიციატორთა განცხადებით, მსვლელობა 1992 წელს მშვიდობიანი მოიტინგეების დახვრეტას ეძღვნება.
"1992 წლის 2 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მოედანზე, შეიარაღებული გადატრიალების მოწინააღმდეგეები, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მიტინგის შემდეგ მანიფესტაცია ვაგზლის მოდნიდან თავისუფლენბის მოედნისკენ მიემართებოდა. ცირკისა და აკადემქალაქის მიმდებარე ფერდობებიდან ხუნტის ბოევიკებმა მშვიდობიანი ხალხის მიმართულებით სროლდა დაიწყეს. 10 ადამიანი ადგილზე დაიუღუპა, 50-მდე დაიჭრა. მსვლელობა სასტიკად დაარბიეს ხელკეტებით. აქცია დევიზით: "მათ ხსოვნას სანთლებად ავიტთებთ", გაიმართება ტრაგედიის ადგილზე და კანონიერებისათვის დაცემულთა ხსოვნას მიეძღვნება", _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ინიციატორებმა.