2 თებერვალს, 12:00 საათზე, ქობულეთის და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაშიDგაიმართება რამსარის კონვენციისათვის მიძღვნილი ღონისძიება, "ჭარბტენიანების ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილებები".
ღონისძიების მიზანია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთასორისო დღის აღნიშვნა.
ღონისძიებას დაესწრებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის და ფოთის საჯარო სკოლები, ფაემ-ის (ფოთის ახალგაზრდული ეკო-მოძრაობის) წევრები.
1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. კონვენცია უზრუნველყოფს წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების უზრუნველყოფას.