2 თებერვალს, 11:00 საათზე და 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში (კოსტავას 77ა, # 101 აუდიტორია) "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" ორგანიზებით და "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, სადაზღვევო უფლებების პრობლემატიკის საკითხებზე სემინარები გაიმართება.
სემინარების ძირითადი მიზანია საზოგადოებას გადასცეს ცოდნა, თუ როგორ შეიძლება დაზღვეულმა პრინციპულად და გონივრულად დაიცვას საკუთარი, ოჯახის წევრებისა და თანამშრომლების სადაზღვევო უფლებები.