"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით მმართველი პარტია სააჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილს არღვევს, რომლის თანახმადაც ,,ბეჭვდითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელობის თანხმობის შემთხვევაში''.
დღეისათის კი სააგიტაციო მასალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილებების გარეშეა გაკრული სადარბაზოებსა და ლიფტებში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მე-5 -ე მუხლის 4-ე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, სარდაფები, ლიფტები ა. შ. რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. აქედან გამომდინარე სააგიტაციო მასალის გაკვრისათვის საჭიროა ბინათნესაკუთრეთა თანხმობა და არა ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ მყოფი ამახანაგობის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევებთან დაკავშირებით მასალებს შემდგომი რეაგირებისათვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნის.