"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. ატსტუპნიკები მოინახულა.
"დღეს მოვინახულებ ათზე მეტ "ატსტუპნიკ" ოჯახს. ადამიანებს რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობენ სახლებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებენ. მე მზად ვარ მივაწოდო მათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოახერხონ სამართლებრივად ამ საკითხის მოგვარება და თუ ამის საჭიროება იქნება, გამოვთქვამ მზადყოფნას მათი უფლებების ყველა დონეზე დაცვისთვის", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.