2 თებერვალს, 13:00 საათზე, "უხუცესთა დარბაზი" გააკეთებს საგანგებო განცხადებას წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევისა და გაფართოებული ეროვნული კრების სამოქმედო გეგმების შესახებ.
"დროა, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება წარმომადგენლობითი ეროვნული კრების თაობაზე ქვეყნისა და ერის გადასარჩენად", _ ნათქვამია უხუცესთა დარბაზის მიმართვაში საქართველოს მოსახლეობისადმი.