სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაცია დაიწყო. ღონისძიება განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის პრევენციაზე არის ორიენტირებული.
ვაქცინაცია ამჟამად საგარეჯოს, სიღნაღის, კასპისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. დაახლოებით 80 მსხვილფეხა პირუტყვი იცრება საზღვრისპირა სოფელ საკორინთლოშიც.
იმუნიზაციის პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
პარალელურად, ხდება საქონლის იდენტიფიცირება. პირუტყვს ყურზე უკეთდება სპეციალური სანომრე ნიშანი და ენიჭება უნიკალური ნომერი, რაც მის ექსპორტზე გაყვანის პროცესს გაცილებით ამარტივებს