„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაბის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის დროს მაგდა ანიკაშვილმა ადგილობრივებს „ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ექნება სამართლიანი ტარიფები და ხალხი ყოველი თვის ბოლოს შიშით არ დაელოდება კომუნალურ ქვითარს.
შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა გზების პრობლებაც. მაგდა ანიკაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას გადავიდენ ცენტრალური გზებიდან და თავად ნახონ თუ როგორი გაუმართავია ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურა.
„ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას სამართლიან ტარიფებს. დღეს ამ ხალხს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, სწორედ ამიტომ ყველას მოვუწოდებ პირველ ოქტომბერს შემოხაზონ ათიანი, მათი და მათი ოჯახების უკეთესი მომავლისთის",- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.