„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჯორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია, გომბორის ქუჩის მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
ჯაბა სამუშიამ მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პროგრამა გააცნო და საარჩევნო პრიორიტეტებზე ისაუბრა.ადგილობრივებმა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატს საკუტარი პრობლემები გააცნეს.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, გომბორისა და ხევსურეთის მცხოვრებ მოსახლეობას უგზოობის პრობლემა აწუხებს.
„მინდა მივმართო ხელისიფლებას, რომ მოიხსნან ვარდისფერი სათვალე და დაინახონ ის რეალობა, თუ რა პირობებში უწევს ხალხს ცხოვრება. 21-ე საუკუნეში, გომბორისა და ხესურეთის ქუჩებზე ფაქტობრივად გზა არ არსებობს"- განაცხადა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.