"ვფიქრობ, ქსენოფობია და სიძულვილის ენა, ეს არის ის რაც აერთიანებს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებულ ,,ქართული ოცნების" ლიდერებს", _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" მიზანი ეთნიკური შუღლის გაღვივებაა.
"ვფიქრობ, ქსენოფობია და სიძულვილის ენა, ეს არის ის რაც აერთიანებს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებულ ,,ქართული ოცნების" ლიდერებს. მათი ბოლოდროინდელი ენა, გვაფიქრებს, რომ მათი მიზანია საქართველოში გააღვივონ ქსენოფობიური განწყობები და ეთნიკური შუღლი. ბიძინა ივანიშვილმა პასუხი უნდა გასცეს ამომრჩეველს არის, თუ არა ეს მისეული ქართული ოცნება, თუ ეს არის უკვე ახდენილი რელოაბა და ეს არის ის, რითაც ჩვენ ქართველებმა უნდა ველაპარაკოთ 21-ე საუკუნეში ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ უნდა შევახსენოთ ბიძინა ივანიშვილს, ,,ქართული ოცნების" ლიდერებს, რომ ქართველი ხალხისთვის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და აღმსარებლობის წარმომადგენელი უცხო არ არის. ის არის ქართველის, სახელმწიფო ერისა და ქართული ნაციონალური სახელმწიფოს წარმომადგენელი", _ განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.