კიდევ ერთი აღმოჩენა დასავლეთ საქართველოში - არქეოლოგიური გათხრებისას იმერეთის სოფელ კურსებში IX-X საუკუნეებით დათარიღებულ სალოცავის ნაშთებს მიაგნეს.
ნაპოვნია უძველესი ქვის სანათლავიც და თიხის მილები, რომლებიც, სავარაუდოდ, თამარ მეფის ეპოქის დროინდელია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სალოცავს დედა ღვთისა ერქვა, რომელიც მტრის ერთ-ერთი შემოსევისას განადგურდა.
ამ ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში დედათა მონასტრის მშენებლობა დაიწყება.