"საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარდება შედის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისარის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
,,ამ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე, რეფორმების გაგრძელებაზე. ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება და საქართველოს მთავრი პრიორიტეტი იქნება ევროპა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ ვისაუბრეთ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების, უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვა მოლაპარაკების გაგრძეებაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ასოცირებისა და უვიზო რეჟმთან მიმართებაში . ჩვენი იმედი გამოვთქვით, რომ მომავალი წლის ბოლომდე, ეს პროცესები დასრულდება, რაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს, საქართველოს მოსახლეობას", _ განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში დაეხმარება.
"რა თქმა უნდა, საუბარი იყო წინსააარჩევნო გარემოზე და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარდება შედის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში. ამავე დროს ეს დაეხმარება საქართველოს მოახდინოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და მიიღოს საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ მეტი სარგებელი იმ სიკეთისაგან რომელსაც საქართველოში დემოკრატიის გამარჯვება ითვალისწინებს", _ განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე შედის, ბრიუსელში იმყოფება.