,,არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებაზე არა მარტო მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც" _ განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერა ჩიორა თაქთაქიშვილმა ევროკომისარის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენის კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
,, ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ საქართველოში რეფორმები გრძელდება კონკრეტულად დემოკრატიის განვითარების თავლსაზრისით. ასევე განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მომავალი არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებაზე არა მარტო მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც", - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა საქართველო-ევროკავშირის ურეთიერთობებსა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. დიპლომატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებენ უზრუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა და ასევე ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა.ჩვენ შეშფოთებული, ამ კონტექსტში, მზარდი პოლარიზაციისა და დაძაბულობის. არჩევნები უნდა იყოს, უპირველესად, პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული, _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.