"შტეფან ფულესა და კეტრინ ეშტონისგანცხადება სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პოზიციასთან",_ განაცხადა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თორნიკე გორდაძემ ევროკომისარის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენის კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
,,ეს განცხადება ხაზს უსვამს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ხაზს უსვამს იმას, რომ მთავარია როდესაც ქვეყანაში დემოკრატოიული არჩევნები ტარდება იყოს დებატები იდეების ირგვლივ და პროგრამების ირგვლივ. ეს განცხადება სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პოზიციასთან", _ განაცხადა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თორნიკე გორდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა საქართველო-ევროკავშირის ურეთიერთობებსა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. დიპლომატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებენ უზრუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა და ასევე ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა. ჩვენ შეშფოთებული ვართ, ამ კონტექსტში, მზარდი პოლარიზაციისა და დაძაბულობის. არჩევნები უნდა იყოს, უპირველესად, პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული, _ ნათქვამია განცხადებაში.