ქართული ღვინის, კონიაკისა და მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე დაუბრუნებლობაში საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე, - ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.
ონიშჩენკო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესით დაინტერესებული არ არის.
"მე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვთქვი: იმისათვის რომ რუსეთის ბაზარზე შემოვუშვათ "ბორჯომი", რომელთანაც დაკავშირებით ასევე იყო პრობლემები, ან ქართული ღვინოები, მინიმუმ "სარაჯიშვილი" - ეს კონიაკია, ჩვენ მხოლოდ გვინდა ვნახოთ ამ საწარმოების ტერიტორიები. მათ დოკუმენტები წარმოდგენილი აქვთ", - განაცხადა ონიშჩენკომ " ეხო მოსკვისთან" საუბარში.
მან ასევე აღნიშნა, რომ თავის დროზე ქართული და მოლდოვური ღვინოების აკრძალვა იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან რუსეთის ბაზარი წალეკილი ჰქონდა ფალსიფიცირებულ პროდუქციას.
"მე ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი: ოდესმე მოლდოველი და ქართველი მეღვინეები საკუთარ სამშობლოში ძეგლებს დამიდგამენ. ეს იყო არა თუ ქირურგიული ოპერაცია, ეს იყო ამპუტაცია, როდესაც აუცილებელი იყო ჩვენი ბაზრიდან მოგვეკვეთა 2/3 იმ სასმელის, რომელიც ჩვენი ბიზნესის წყალობით აქ ტრიალებდა. ყველფერი იყო ფალსიფიცირებული და ნაგავი", - განაცხადა ონიშჩენკომ.
ონიშჩენკო ცხადებს, რომ ქართული ღვინის ხარისხიის გაუმჯობესებბისა და მეღვინეობის გადარჩენისთვის კახეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწის ტიტულს იმსახურებს.
"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სულ მცირე კახეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე მაინც უნდა ვიყო. მე შევინარჩუნე მეღვინეობის უძველესი კულტურა, რომელიც საქართველოს ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი", - აღნიშნა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ქართული ღვინოს შეტანა 2006 წლიდან აიკრძალა.